საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენციაში
2026 წლის 17-18 ივლისს, საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, ქ. შანხაიში მონაწილეობა მიიღო „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, პაატა კალანდაძეც.