Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

2026 წლის 6 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხან ჭენგმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
 
შეხვედრებზე ხაზი გაესვა მიმდინარე წელს გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და  „ერთი ჩინეთის“  პრინციპისადმი.