Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

მოგესალმებით ქალაქ პეკინში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე!

ხაზგასასმელია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის აქტიურად ვითარდება.

ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყო 2023 წლიდან, მას შემდეგ რაც გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა უმაღლეს დონეზე ქალაქ ჩენგდუში (სიჩუანის პროვინცია). შედეგად,  მხარეებმა გააკეთეს ოფიციალური განცხადება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყების შესახებ. აღნიშნული ფაქტი გახლავთ, ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავების უაღრესად დიდ საშუალებებს იძლევა.

აღნიშნული ფაქტი, მე, როგორც საქართველოს ელჩს და ქ. პეკინში განთავსებული საქართველოს საელჩოს თითოეულ თანამშრომელს კიდევ უფრო დიდ პასუხისგებლობას გვაკისრებს. საელჩო არ დაზოგავს თავის ძალისხმევას, რათა, სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში, საქართველო-ჩინეთის ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას ხელი მაქსიმალურად შეუწყოს.  დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-ჩინეთის წარმატებული, პრაქტიკული თანამშრომლობა მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და მოსახლეობის კეთილდღეობას.  

პატივისცემით,

 

ელჩი

პაატა კალანდაძე