Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩმა ჩინეთის კვებისა და ფერმენტაციის მრეწველობის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციას უმასპინძლა

2026 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ, საელჩოში ჩინეთის კვებისა და ფერმენტაციის მრეწველობის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ინსტიტუტის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი, ფენგ ხაო ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე გავრცელების არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, დასახეს ღვინის პოპულარიზაციის განახლებული გეგმა და ამ მხრივ კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.