Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ჩინეთში შესვლის და ყოფნის წესები

ჩინეთსა და საქართველოს შორის რსებული ორმხრივი შეთანხმებით მხარეთა ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის და 30 დღის ვადით ყოფნის უფლება აქვთ მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს.

ორდინალიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში შესასვლელად ესაჭიროებათ შესაბამისი კატეგორიის ვიზა. იხილეთ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სალეჩოს ვებ-გვერდი http://ge.china-embassy.org/eng/lsyw/t1071408.htm

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟო პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://english.customs.gov.cn/Statics/88707c1e-aa4e-40ca-a968-bdbdbb565e4f.html

ვიზის საფუძველზე ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლის შემდგომ ქვეყანაში ყოფნის მიზეზის/საფუძვლის ცვლილების ან პასპორტის შეცვლის შემთხვევაში, უცხოელი ვალდებულია მიმართოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანოს შესვლა/გასვლის ადმინისტრაციის(exit and entry adminstration authority of the public security organ) ადგილობრივ განყოფილებას, ვიზის შეცვლის, გაგრძელების თუ ახალ სამგზავრო დოკუმენტში გადატანის მიზნით, ვიზის მოქმედების გასვლამდე მინიმუმ 7 დღით ადრე. ვიზის გაგრძელების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვიზის ვადის გაგრძელება მოხდება მაქსიმუმ პირვანდელი ვიზის ანალოგიური ვადით.

პასპორტის, ვიზის, სხვა სახის სამგზავრო დოკუმენტის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში უცხოელი ვალდებულია მიმართოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანოს შესვლა/გასვლის ადმინისტრაციის(exit and entry adminstration authority of the public security organ) ადგილობრივ განყოფილებას ვიზის ხელახლა გაცემის მიზნით ვიზის მოქმედების გასვლამდე მინიმუმ 7 დღით ადრე.

თუ უცხოელი ფლობს ვიზას, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთში ბინადრობის ნებართვის მიღებას, მოქალაქე ვალდებულია შესაბამის ორგანოს მიმართოს ქვეყანაში შევლიდან 30 დღის განმავლობაში. გადაწყვეტილება ბინადრობის გაცემის შესახებ მიიღება 15 დღის ვადაში.

სამუშაო ბინადრობის ნებართვა გაიცემა 90 დღიდან მაქსმიმუმ 5 წლის მოქმედების ვადით, არა სამუშაო ბინადრობის ნებართვა - 180 დღიდან მაქსიმუმ 5 წლის მოქმედების ვადით.

ბინადრობის უფლების გაგრძელების მოთხოვნა აუცილებელია გაკეთდეს არსებული ნებართვის ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე. დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში, უცხოელი ვალდებულია შემდგომი პროცედურებისათვის მიმართოს შესვლა/გასვლის ადმინისტრაციას.

ბინადრობის ნებართვის მოწმობის გაგრძელების, შეცვლის ან ხელახალი გაცემის მოთხოვნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანოს შესვლა/გასვლის ადმინისტრაციის(exit and entry adminstration authority of the public security organ) ადგილობრივ განყოფილებაში წარდგენილი უნდა იქნეს, არსებული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 15 დღით ადრე.

ხსენებულ ორგანოში ხდება პასპორტის ჩაბარება და უცხოელს მიეცემა განაცხადის შეტანის დამადასტურებელი ქვითარი, რაც ადასტურებს ქვეყანაში მის კანონიერად ყოფნის უფლებას ქვითარზე მითითებული ვადის განმავლობაში.

უცხოელების ყოფნა ჩინეთის ტერიტორიაზე რეგისტრირდება სასტუმროების მიერ და მიეწოდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესაბამის განყოფიელბას. თუ უცხოელი არ ჩერდება სასტუმროში, იგი თავად, ან მასპინძელი მხარე ვალდებულია მისამართზე რეგისტრაცია განახორციელოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს შესაბამის განყოფილებაში, ქვეყანაში შესვლიდან 24 საათის განმავლობაში.

16 წლის ასაკს მიღწეული უცხოელები ვალდებულნი არიან გადაადგილებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია(პასპორტი/ბინადრობის მოწმობა).

ჩინეთის ტერიტორიაზე დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქის რეგისტრაცია სავალდებულოა დაბადებიდან 60 დღის ვადაში მშობლების საცხოვრებელი ადგილის კომპეტენტურ შესვლა/გასვლის ადმინისტრაციაში.

ვიზის/ბინადრობის მოქმედების ვადის დარღვევა

ჩინეთის ტერიტორიაზე ვიზის ან ბინადრობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ქვეყანაში ყოფნა ისჯება ჯარიმით - ყოველი გადაცილებული დღისათვის 500 იუანის ოდენობით, თუმცა ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა არ შეიძლება იყოს 10 000 იუანზე მეტი. ასევე შესაძლებელია უცხოელი იქნეს დაკავებული 5-15 დღის ვადით.

სავიზო და ბინადრობის რეგულაციების დამრღვევს პირველ ეტაპზე შესაძლოა მიეცეს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ვადა, რომლის დარღვევა გამოიწვევს მოქალაქის სამშობლოში დაბრუნებას - რეპატრიაციას, რის შემდგომაც მას აეკრძალება ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლა ერთიდან ხუთ წლამდე.

თუ დარღვევა არის უფრო სერიოზული ხასიათის, მაგრამ არა კრიმუნალური დანაშაული, ჩინეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს დეპორტაციას, რის შემდგომაც უცხოელს ეკრძალება ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლა ხუთიდან ათ წლამდე.

ყურადღება! ჰონგ კონგისა და მაკაოს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონებში მოქმედებს განსხვავებული რეჟიმი.

ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში შესვლისათვის აუცილებელია ვიზის მიღება ჩინეთის საახლხო რესპუბლიკის საელჩოში.
მაკაოს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში შესვლისათვის ვიზის მიღება შესაძლებელია, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში, ისე საზღვარზე. ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე http://www.fsm.gov.mo/psp/eng/EDoN.html#VI

ავტომობილის მართვის უფლება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ავტომობილის მართვა ნებადართულია მხოლოდ ჩინური მართვის მოწმობით. შესაბამისად, სხვა ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობა, დაინტერესებულმა პირმა უნდა გადაცვალოს ჩინურ მოწმობაში. ამისათვის მოქალაქემ უნდა მიმართოს საგზაო მართვის ბიუროს საგარეო საქმეთა სექციას ადგილსამყოფელ ქალაქში.

წარსადგენი დოკუმენტები:

  • შესაბამისი ანკეტა;
  • პირადობის დამადასტურებლი დოკუმენტი - პასპორტი ან სხვა სამგზავრო დოკუმენტი;
  • ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მოქმედი 3 თვეზე მეტი ვადით;
  • ჩინეთში მისამართზე რეგისტრაციის ცნობა;
  • მართვის შესაძლებლობის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა გაცემული ჩინეთის სამედიცინო დაწესებულების მიერ;
  • სხვა სახელმწიფოში გაცემული მართვის მოწმობის ორიგინალი და ჩინურენოვანი დამოწმებული თარგმანი;
  • ფოტოსურათი (გადაღებული ბოლო 6 თვის განმავლობაში, თეთრ ფონზე ზომა 32 X 22მმ).

განაცხადის შეტანის შემდგომ აუცილებელია გამოცდის ჩაბარება (დიდ ქალაქებში ტესტირება შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა ენებზეც).

საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.mps.gov.cn/

ქ. პეკინის საგზაო მართვის ბიუროს ვებ-გვერდი http://www.bjjtgl.gov.cn/english/