ამა წლის 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ორდინალურ პასპორტებს შეძლებენ ტურისტული მიზნებისთვის უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში
ამა წლის 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ორდინალურ პასპორტებს შეძლებენ ტურისტული მიზნებისთვის უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორდინალურ პასპორტთა მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნების ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, ამა წლის 28 მაისიდან შეძლებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ შესვლას ტურისტული მიზნებისათვის.
თითოეული შესვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ქვეყანაში ყოფნის საერთო ვადა 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის პერიოდში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის გაცნობა საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: