Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მიმდინარე წლის 22-25 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის მაღალი რანგის დელეგაცია

მიმდინარე წლის 22-25 ივლისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის მაღალი რანგის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი ვოლსკი.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მრავალსექტორული შეხვედრები ჩინეთის მმართველ პარტიასთან, ჩინეთის სახალხო კონგრესთან, განათლების სამინისტროს ენებისა და განათლების თანამშრომლობის ცენტრთან (CLEC), ჩინეთის სავაჭრო პალატასთან(CCTIP), ქ. შენჭენის მუნიციპალურ ხელისუფლებასთან და წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციებთან.
 
ქართული მხრიდან შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე.