ქ. შანხაიში პირველი ქართულ-ჩინური თეატრალური თანამშრომლობის დებიუტი შედგა
2024 წლის 1 სექტემბერს, ქ. შანხაის დიდ თეატრში ( Shanghai Grand Theater) პირველი ქართულ-ჩინური თეატრალური თანამშრომლობის ფარგლებში, უილიამ შექსპირის „ჰამლეტის“ ახალი ინტერპრეტაციის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორი გახლდათ გოჩა კაპანაძე, სცენის დიზაინერი კი ლომგული მურუსიძე.
აღნიშნული სპექტაკლი მსახიობების: თეიმურაზ ძოწენიძისა და მიხეილ იოსელიანის მხარდაჭერით გაიმართა. პროექტში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე ჩინელი მსახიობები, რაც ამ სფეროში კულტურული თანამშრომლობის უნიკალურობას უსვამს ხაზს.
პრემიერას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე. მან სპექტაკლის დასრულების შემდეგ შემოქმედებით გუნდს წარმატებები უსურვა. როგორც პაატა კალანდაძემ აღნიშნა, ამ წარმატებულმა პროექტმა გზა გაუხსნა თანამშრომლობის მნიშვნელოვან ტენდენციას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თეატრალური ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
პრემიერას ასევე ესწრებოდნენ თეატრალური ხელოვნების წამყვანი სპეციალისტები და კულტურული წრეების წარომადგენლები.