Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი სინძიანგ-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო

2025 წლის 31 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე, სინძიანგ-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის საგარეო საქმეთა ოფისის მოწვევით, დაესწრო სპეციალურ ღონისძიებას, რომელიც ჩინეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის გაიმართა.

ღონისძიებაზე ელჩებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჩენ სიაოტუნგმა და აღნიშნა, რომ ცენტრალური მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს სინძიანგის რეგიონის განვითარებას. ამავე ღონისძიების დროს სინძიანგ-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის სახალხო მთავრობის გუბერნატორმა, ერკინ ტუნიაზმა, დამსწრეებს გააცნო ინფორმაცია რეგიონის ბოლო წლებში განვითარების შესახებ.