ჩინელი ჟურნალისტების თვალით დანახული ქართული კულტურა
ჩინური ყოველკვირეული ბეჭდური და ონლიან გამოცემის „Sanlian Lifeweek Magazine“-ის 2025 წლის იანვრის ნომერში ფართოდ გაშუქდა საქართველოს კულტურულ-ტურისტული ღირსშესანიშნაობები.
ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიათა სერია ჩინელ მკითხველს აცნობს საქართველოს, როგორც “ევროპაში ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობი კულინარიული საგანძურის ქვეყანას“, „მსოფლიო ღვინის აკვანს“ და ევროპულ-აზიური არქიტექტურის ნაზავის უნიკალურ ადგილს; მოუთხრობს ქართული ღვინის კულტურის ტრადიციების, გამორჩეული ქართული კერძების, ცნობილი რესტორნებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ.
2024 წლის დეკემბერში, საელჩოს მხრიდან აღნიშნული გამოცემის რედაქციასთან გამართული მოლაპარაკების შედეგად, ჩინელ ჟურნალისტთა ჯგუფი ქართული კულტურის და ტურისტული ღირსშესანიშნაობების გაშუქების მიზნით ეწვია საქართველოს.
„Sanlian Lifeweek Magazine“ არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტირაჟის, ჩინურენოვანი, მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული კონტენტისა და მრავალმილიონიანი ონლაინ გამომწერი აუდიტორიის მქონე ყოველკვირეული გამოცემა.
სტატიების წაკითხვა შესაძლებელი შემდეგ ბმულებზე:
https://mp.weixin.qq.com/s/Pli9SNqh2s4riOiJmXKcrg