Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩი ჩინეთ-აზიის ეკონომიკური განვითარების ასოციაციის (CAEDA) შეხვდა

2026 წლის 13 იანვარს, საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთ-აზიის ეკონომიკური განვითარების ასოციაციის (CAEDA) პრეზიდენტთან, შუნძი ციუანთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა და CAEDA-ს ჩართულობის მნიშვნელობა ახალი საინვესტიციო პროექტების ინიცირებაში.

ასოციაციის პრეზიდენტმა გამოხატა მზაობა აქტიურად შეუწყოს ხელი ჩინური ბიზნესწრეების დაინტერესებას საქართველოს ბაზრით, განსაკუთრებით ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის მიმართულებით. ამასთან, მხარეებმა დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც ჩინელი ინვესტორებისთვის საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაცნობას ისახავს მიზნად.

CAEDA ეროვნული დონის ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით მოქმედებს და მისი მიზანი აზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებაა.