Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩმა ხელი მოაწერა „ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმებას

2026 წლის 31 ივლისს ქ. პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ, ხელი მოაწერა „ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმებას.
 
ორგანიზაციის დაფუძნების ცერემონია 2026 წლის 16 ივლისს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც შეთანხმებას 29 სახელმწიფომ მოაწერა ხელი. დაფუძნების ცერემონიას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ესწრებოდა. შეთანხმება ხელმოსაწერად ღია იყო 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით.