საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ქ. ჭაოცინგს ეწვია
2025 წლის 22-24 აგვისტოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე, ადგილობრივი მთავრობის მოწვევით კუანგტუნგის პროვინციის ქ. ჭაოცინგს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქ. ჭაოცინგის მუნიციპალური კომიტეტის მდივანთან და ქალაქის მუნიციპალური სახალხო კონგრესის დირექტორთან, ჭანგ აიძუნთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. აღინიშნა, რომ აქტიურად განიხილება ჭაოცინგის და ქობულეთის დაძმობილების საკითხი.
ქ. ჭაოცინგი ცნობილი ჩაის სპეციალისტის, ლაო ჯინ ჯაოს მშობლიური ქალაქია. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში ჩაის კულტურის შემოტანა და ამ ინდუსტრიის განვითარება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ლაო ჯინ ჯაოს ბიოგრაფია ქართველი და ჩინელი ხალხის მეგობრობის მაგალითია და უკეთ წარმოჩენას იმსახურებს.
ამ მიზნით, წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახლ-მუზეუმი გაიხსნება.
_2.jpeg&w=3840&q=100)