საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო ფონდ Hong Kong Shine Tak-ის მიერ ინიცირებული ხატვის კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაში
2026 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო ფონდ “Hong Kong Shine Tak”-ის მიერ ინიცირებული ხატვის კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგკონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში გაიმართა.
ფონდის ინიციატივით, საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უშუალო ორგანიზებით, კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ქართველ მოსწავლეებსაც მიეცათ. კონკურსი მიმდინარე წლის მაისში ჩატარდა და გამოვლინდა 6 გამარჯვებული საბავშვო და მოზარდთა კატეგორიაში. გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ, მოზარდთა კატეგორიის პირველი ადგილის მფლობელს, თემური ტიკარაძეს, შესაძლებლობა ჰქონდა სწვეოდა ჰონგკონგს და 13 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობა მიეღო კულტურულ ღონისძიებათა სერიაში.
