საქართველოს ელჩის შეხვედრა ჩინეთის საბაჟო გენერალური ადმინისტრაციაში (GACC)
2026 წლის 28 იანვარს, ელჩმა პაატა კალანდაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის საბაჟო გენერალური ადმინისტრაციის (GACC) საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, იუ სიენთაოსთან.
შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2025 წლის ნოემბერში გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის განახლებული შეთანხმების (FTA) პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს ქართული პროდუქციისთვის ჩინეთის მასშტაბურ ბაზარზე წვდომის გასაფართოებლად და სავაჭრო ბარიერების მინიმუმამდე შესამცირებლად.
ხაზი გაესვა საბაჟო პროცედურების ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის ეფექტიანობის გაზრდას. მხარეებმა იმსჯელეს იმ მექანიზმებზე, რომლებიც კიდევ უფრო გაამარტივებს ქართული საექსპორტო საქონლის სერტიფიცირებისა და საბაჟო კონტროლის გავლის პროცესს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და საბაჟო ადმინისტრირების პროცესების ოპტიმიზაციას. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე.