ქართული ენის დღე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში
2026 წლის 12 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტს ეწვია, სადაც საელჩოს ორგანიზებით გაიმართა „ქართული ენის დღე“.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ღია სივრცეში, „დედაენის დღის“ აღსანიშნავად, გაიმართა საინფორმაციო და შემეცნებითი აქტივობები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ თამაშებში, გაცნობოდნენ საქართველოს შესახებ ინფორმაციას და დაეგემოვნებინათ ქართული კერძები. მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
ღონისძიება განხორციელდა უნივერსიტეტის მხარდაჭერით და მასში ჩართულნი იყვნენ ქართული ფილოლოგიისა და ქართველოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები. პროექტის მიმდინარეობისას საქართველოსა და ქართული ენის შესახებ ინფორმაციას ორასზე მეტი ადამიანი გაეცნო.