ელჩი, არჩილ კალანდია მონაწილეობდა ქ. ცანჭოუში გამართულ ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის რიგით მეხუთე ფორუმში
2023 წლის 13-14 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდია მონაწილეობდა ქ. ცანჭოუში გამართულ ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის (Cooperation between China and Central and Eastern European Countries) რიგით მეხუთე ფორუმში.
ელჩმა გამართა შეხვედრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დენგ ლისთან. არჩილ კალანდიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის სურვილი, ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში, დამკვირვებლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. დენგ ლიმ, დაუდასტურა ელჩს ჩინეთის მხარდაჭერა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებთან, საქართველოსთვის შესაბამისი სტატუსის დროულად მინიჭებასთან დაკავშირებით.
ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატი, დაარსდა 2012 წელს და წარმოადგენს ჩინეთსა და ევროპის სახელმწიფოებს პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ხორვატია, საბერძნეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ბულგარეთი, სერბეთი, ბოსნია, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, ალბანეთი შორის ტრანს-რეგიონალური პარტნიორობის პლატფორმას და ხელს უწყობს ჩინეთსა და ევროპას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.