Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება

2026 წლის 29 მაისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. პეკინში, სასტუმრო „The St. Regis Beijing“-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ჩენგ იქუნმა. საზეიმო ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა.
 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას ესწრებოდნენ ჩინეთის სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური წრეების, კულტურისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, ასევე, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს განვითარების მიღწევებსა და საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევრაზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ჩენგ იკუნმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
ღონისძიების კულტურული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო აკადემიურმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „რუსთავმა“ ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ვიდეორგოლების ჩვენება.