Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ქ. პეკინში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, “2023 China International Fair for Trade in Services (CIFTIS)“, წარმოდგენილი იყო საქართველოს პავილიონები

2 სექტემბრიდან - 6 სექტემბრის ჩათვლით, პეკინში გაიმართა გამოფენა “2023 China International Fair for Trade in Services (CIFTIS)“, რომელიც არის ჩინეთის ყველაზე მასშტაბური გამოფენა მომსახურებით ვაჭრობის სფეროში.
 
საქართველოს საელჩოს ინიციატივით, აღნიშნულ გამოფენაში და მის ფარგლებში გამართულ სხვა ღონისძიებებში, წარმოდგენილი იყო საქართველოს პავილიონები, სადაც განთავსდა 10-ზე მეტი ქართული კომპანიის პროდუქცია, მათ შორის “შატო მუხრანი“-ს, “სარაჯიშვილი“-ს, “თბილღვინო“-ს “რთველისი“-ს, “სათავადო“-ს, “სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი“-ს, “ხარება“-ს “კახური ტრადიციული მეღვინეობა“-ს “გიორგიწმინდა“-ს და სხვა.
 
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია მონაწილეობდა გამოფენის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში “International Conference on China Food Brands and Sustainable Development“, სადაც სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა, ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის მზარდ დინამიკაზე, ასევე“CIFTIS“-ის გამოფენაში ქართული კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ორმხრივ სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობას.
 
ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ (CCTV) და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა, ჩაწერეს ინტერვიუები საქართველოს ელჩთან, მედიაში ასევე ფართოდ გაშუქდა ქართული პავილიონები.