საქართველოს ელჩი ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა
2026 წლის 4 ივნისს, ჩინური მხარის ინიციატივით, ქალაქ პეკინში, საქართველოს საელჩოში, საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ გამართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ბატონ იუე კუოიუნგთან.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (შუა დერეფნის) გაძლიერებისა და შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ კავშირებს ახალ ეტაპზე აიყვანს.
