საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში
2026 წლის 18-20 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტი გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჭაო ლეძისთან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედ კომიტეტის წევრთან, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარესთან ვანგ ხუნინგთან. ჩინეთის შაანსის პროვინციაში, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა შაანსის პროვინციის პარტიული კომიტეტის მდივანს და ამავე პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს. ასევე, შეხვედრა გაიმართა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტის პარტიული კომიტეტის მდივანთან ვანგ შითინგთან, რა დროსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა მოხსენება უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის.
