Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

იმერეთის რეგიონსა და კუეიჭოუს პროვინციას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

2024 წლის 9 სექტემბერს, კონფერენციის- “International Friendship Cities Cooperation Conference 2024” ფარგლებში, რომელიც პირველად გაიმართა კუეიჭოუს პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ ქ. კუეიიანგში, ხელი მოეწერა  „შეთანხმებას საქართველოს იმერეთის რეგიონსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კუეიჭოუს პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების შესახებ“.

ქართული მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ხოლო ჩინური მხრიდან კუეიჭოუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა  ცაი ჩაოლინმა.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე.