Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით კუანგტუნგის პროვინციის ქ. კუანგჭოუს ეწვია

2026 წლის 11 სექტემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე სამუშაო ვიზიტით კუანგტუნგის პროვინციის ქ. კუანგჭოუს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი შეხვდა კუანგტუნგის პროვინციის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, კუო ტაძიეს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კუანგტუნგის პროვინციას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ამავე დღეს, პაატა კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის (კუანგტუნგის) საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის გამოფენის „CITIE 2026“-ის გახსნის ცერემონიაში. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა მოინახულა „სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის“ მიერ წარმოდგენილი ქართული პავილიონი.

„CITIE“ ჩინეთის ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა. 2026 წელს გამოფენაში მონაწილეობდა მსოფლიოს თითქმის 50 ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენელი, 100-ზე მეტი ტურისტული მიმართულება და 1 200-ზე მეტი კულტურისა და ტურიზმის სფეროში მოქმედი კომპანია.