საელჩოს დესპანმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთი-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (China-CEEC) ლოგისტიკის კონფერენციაში
2025 წლის 3-4 ივლისს, ქ. პეკინში გამართულ ჩინეთი-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (China-CEEC) ლოგისტიკური თანამშრომლობის სამდივნოს მეკავშირე ოფიცერთა მე-5 კონფერენციაში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩოს დესპანმა, ბესიკ შარაშენიძემ.
ფორუმი ორგანიზებული იყო „China-CEEC“-ის სამდივნოს, ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა პრაქტიკული ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავება და მიწოდების ჯაჭვის გაძლიერება.
„China-CEEC“ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს დესპანმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდზე, განსაკუთრებით ე.წ. „შუა დერეფნის“ ფარგლებში. მან ხაზი გაუსვა, რომ როგორც შავ ზღვაში დაგეგმილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ისე ახლახან გახსნილი თბილისის მშრალი პორტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაძლიერებას.