Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

2026 წლის 1-5 ივნისს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტი გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან, ჟენ იოცუნთან, ენობრივი განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორთან, იუ იუნფენგთან, საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრის პარტიის კომიტეტის მდივანთან, ლიუ აიფიგთან, პეკინის უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარესთან, ხე კუანგცაისთან, პეკინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პარტიის მდივანთან, ტუნგ ჭუძუენთან, პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, ძია ვენძიენთან და ამავე უნივერსიტეტის ქართული ენისა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან. ასევე, ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩინური ენის განათლების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ენობრივი განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის. დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე.