ქართველი მუსიკოსების წარმატება ქ. პეკინში
2024 წლის 24 აგვისტოს, ქ. პეკინის ხელოვნების ცენტრში, გაიმართა ქართული ანსამბლის „გეო ფოლკ ტური“ და ჩინური ანსამბლის „გლინტვეინის“ ერთობლივი კონცერტი, რომლის დროსაც შესრულდა ქართული და ჩინური ხალხური სიმღერები.
ქართული ანსამბლის გამოსვლამ დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ „გეო ფოლკ ტური“ მრავალი წლის განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობს ჩინელ მუსიკოსებთან, რის შედეგადაც მრავალი ერთობლივი პროექტი იქნა განხორციელებული, მათ შორის გამორჩეულია ალბომი „The Orient Sun”.
კონცერტს საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ, ელჩმა პირადად მიულოცა ანსამბლის წევრებს წარმატებული გამოსვლა და მომავალშიც ახალი გამარჯვებები უსურვა. საქართველოს ელჩმა, მუსიკოსებთან საუბრისას ხაზი გაუსვა მათი ხელოვნების მნიშვნელობას საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.