Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა კუანტუნგის პროვინციის ქალაქ ჭაოცინგის დელეგაციასთან

2025 წლის 24 მაისს, საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ, საელჩოში შეხვედრა გამართა კუანტუნგის პროვინციის, ქალაქ ჭაოცინგის  10 კაციან დელეგაციასთან. ხსენებულ დელეგაცია ხელმძღვანელობდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ტუანჭოუს (ქ. ჭაოცინგი) რაიონული კომიტეტის მდივანი, ჭანგ ჰაოლონგი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქალაქ ჭაოცინგში საქართველოში ჩაის გამყავრებელი ჩინელი სპეციალისტის ლიუ ძუნ ჭოუ სახლ-მუზეუმის დაარსების საკითხი. ხაზგასასმელია, რომ ლიუ ძუნ ჭოუ წარმოშობით ქ. ჭაოცინგიდან გახლდათ.

ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ქ. ჭაოცინგს შორის ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის განვითარების საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში.