Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

ელჩის შეხვედრა ჩინეთის სოფლის მეურნეობისა და სოფლის საქმეთა სამინისტროში (MARA)

პეკინი, 10 თებერვალი, 2026 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის სოფლის მეურნეობისა და სოფლის საქმეთა სამინისტროს (MARA) საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვეი ჭენგლინთან.

შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წვლილი 2025 წლის ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკაში. აღინიშნა, რომ ქართული აგროპროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე სტაბილურად იზრდება, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეფექტიანი გამოყენების შედეგია. ჩინურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა ქართული ღვინის, თხილისა და სხვა ნიშური პროდუქტების ხარისხს.

გამოითქვა მოლოდინი, რომ 2026 წელი აგრარულ სექტორში ორმხრივი ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის წელი იქნება. შეხვედრის დასასრულს, მხარეები საელჩოს და „MARA“-ს შორის მჭიდრო და ოპერატიულ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ.