სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიას საქართველოს ელჩი დაესწრო
2026 წლის 1 აპრილს, საქართველოს ელჩი, პაატა კალანდაძე დაესწრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიას, რომელიც ტრადიციულად ქ. პეკინის ტიანანმენის მოედანზე იმართება გამთენიისას.
ხსენებული გახლავთ ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის (PLA) ტრადიციული სამხედრო ცერემონია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1949 წელს და საჯაროდ იმართება ტიანანმენის მოედანზე. ცერემონიას ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის პეკინის გარნიზონის საპატიო გვარდიის ბატალიონი ატარებს.