Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

2024 წლის 11-13 სექტემბერს, ქ. პეკინში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც შეხვედრა გამართა ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ტინგ სუესიანგთან.

ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენის - CIFTIS გახსნის საზეიმო ცერემონიაში და დამსწრეებს სიტყვით მიმართა. გარდა ამისა, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტ  ფან კუნგშენგთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განვითარებისა და რეფორმების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან ჭაო ჩენსინთან.

ვიზიტის დროს, მხარეებმა ხელი მოაწერეს „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის მთავრობას შორის ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარების შესახებ“.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა ჩინეთის სახელმწიფო და კერძო მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან. მხარეებმა ისაუბრეს საავიაციო გადაზიდვების, ტურიზმის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და სხვა მნიშვნელოვან დარგებში თანამშრომლობაზე.

 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პაატა კალანდაძის თქმით, აღნიშნული ვიზიტი  მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.