საქართველოს ელჩის ინტერვიუ “Beijing Daily”-ის სპეციალური გამოცემისთვის
2025 წლის 7 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთში, პაატა კალანდაძემ, ინტერვიუ მისცა „Beijing Daily“-ის სპეციალურ გამოცემას, რომელიც „ორი სესიის“ მიმდინარეობას ეძღვნება.
„Beijing Daily“-ის ინტერვიუში ელჩმა „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის მნიშვნელობაზე და „შუა დერეფნის“ როლზე ისაუბრა, რაც ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა ახალი შესაძლებლობებს ქმნის ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკისა და ინვესტიციების სფეროში, რაც ქვეყანას ე.წ. „რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის“ როლს კიდევ უფრო აძლიერებს.
Beijing Daily-ის სპეციალურ გამოცემაში, რომელიც „ორი სესიის“ ფარგლებში გამოქვეყნდა, განხილული იყო ჩინეთის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და მისი გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე. ელჩმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ეკონომიკური ტრანსფორმაცია და ინოვაციებზე ფოკუსირება ქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით ტექნოლოგიური განვითარებისა და ციფრული ვაჭრობის მიმართულებით.
ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე, რეგიონული კავშირების გაფართოებასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
„Beijing Daily“ პეკინის ოფიციალური ყოველდღიური გაზეთია, რომელიც 1952 წლიდან გამოდის. იგი პეკინის მუნიციპალური კომიტეტის მთავარი მედია საშუალებაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს აშუქებს. გაზეთი ბეჭდურად და ონლაინ ფორმატში გამოიცემა.
ინტერვიუს სანახავად გადადით შემდეგ ბმულებზე:
https://bjrbdzb.bjd.com.cn/bjrb/mobile/2025/20250311/20250311_006/content_20250311_006_1.htm?storyId=s67cf75d1e4b068c68f10d251&userID=5bbca70ee4b0d0a23da0d11e,1&isshare=1&channelId =5b165687a010550e5ddc0e71&columnId=5f094d26e4b086b26e06513b&originalId=CO67cf75d1d5deb33bfe264ae2&time=1741838701183
https://xinwen.bjd.com.cn/content/s67cec402e4b068c68f10cf96.html