Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

პეკინში ანსამბლ "ერისიონის" კონცერტები გაიმართა

2026 წლის 11 ივნისს, ქ. პეკინში, „საქართველოს კულტურის დღის“ ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს კულტურის და ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროების მხარდაჭერით, „ჩინეთის ცენტრალურ ოპერის სახლში“ გაიმართა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი.
 
წარმოდგენის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ.
 
ჩინელი მაყურებელი გამორჩეული ინტერესითა და ოვაციებით შეხვდა ქართულ მრავალხმიანობას, ეროვნულ ცეკვებსა და საქართველოს მდიდარ ფოლკლორულ მემკვიდრეობას. „ერისიონის“ მიერ წარმოდგენილმა პროგრამამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქართული კულტურის მრავალფეროვნება, ტრადიციები და ქართველი ხალხის უნიკალური შემოქმედება.
 
აღსანიშნავია, რომ ხსენებული კონცერტის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა „ერისიონსა“ და ჩინურ ფოლკლორულ კოლექტივ „China Oriental Performing Arts Group“-ს შორის თანამშრომლობა, კერძოდ, შესრულდა ხსენებული ჩინური კოლექტივის მუსიკალური ნომერიც.
 
კონცერტს ესწრებოდნენ ჩინეთის სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სფეროს, აკადემიური წრეებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ქართული კულტურის მეგობრები.
 
13 და 14 ივნისს, „პეკინის ხელოვნების სეზონის“ ფესტივალის ფარგლებში, ანსამბლ „ერისიონმა“ კონცერტები გამართა პეკინის თანამედროვე ხელოვნების ცნობილ სივრცეში - „798 არტ-ზონის“ ტერიტორიაზე, სადაც მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდა ქართული მუსიკის, ცეკვისა და მრავალხმიანი სიმღერის უნიკალურ ტრადიციებს, ხოლო კონცერტების შემდეგ გაიმართა ქართული ცეკვის მასტერკლასი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.