Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩოს დესპანის შეხვედრა მომსახურებით ვაჭრობის გლობალური ალიანსის (GATIS) გენერალური მდივნის მოადგილესთან

2025 წლის 27 მაისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დესპანმა, ბესიკ შარაშენიძემ შეხვედრა გამართა „GATIS“-ის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ბატონ ლიანგ ძინგ იუნთან. 

„GATIS“ არის საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობაზე გლობალური თანამშრომლობის, წესების შემუშავებისა და ინოვაციების მეშვეობით. ქ. პეკინში დაფუძნებული „GATIS“ მოქმედებს პარტნიორობის, ანალიტიკური ცენტრების, გამოფენებისა და ფორუმების გზით, რათა ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას და გაუმკლავდეს გლობალურ გამოწვევებს გაერო-ს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში.

საელჩოში გამართული შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და „GATIS“-ის თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, მომსახურების სექტორში სავაჭრო კავშირების გაძლიერება, ქართული ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

საქართველოს საელჩო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას „GATIS“-თან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებსა და გლობალური სავაჭრო ქსელის განვითარებას.