Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აკრძალული ქალაქის მუზეუმის ასი წლის იუბილე

2025 წლის 10 ივნისს, საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე დაესწარო ქ. პეკინის „აკრძალული ქალაქის“ მუზეუმად გამოცხადების ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას - „რიგით მეხუთე დიპლომატთა დღე აკრძალული ქალაქის მუზეუმში“. 

აღნიშნული ტურის ფარგლებში მიწვეული იყვნენ ქ. პეკინში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის სხვა წევრები. მათ დაათვალიერეს სპეციალურად ამ დღისთვის გახსნილი  გამოფენა, რის შემდეგაც  გაიმართა ფორუმი - „დიალოგი ელჩებთან: აკრძალული ქალაქის მემკვიდრეობა და ცივილიზაციათა ურთიერთკავშირი“.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ აკრძალული ქალაქის მუზეუმის დირექტორი, ბატონი ვანგ სიუტუნგი, ჩინეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო სინხიუას“ დირექტორის მოადგილე, ქალბატონი სი იენჩუნი და მუზეუმის სხვა მეცნიერები.

„აკრძალული ქალაქის“ იუნესკოს მიერ 1987 წელს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, როგორც 1420 to 1924 წლებში „მინგისა და ცინგის დინასტიების იმპერატორების  სასახლე“.