Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

2026 წლის 22-25 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით პეკინს ეწვია, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართა ჩინეთის სამთავრობო უწყებებისა და მსხვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ჩინეთის კომერციის მინისტრთან, ვანგ ვენთაოსთან, რომლის დროსაც ხელი მოეწერა ოქმს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი არსებულ შეთანხმებას თანამედროვე სავაჭრო გარემოსთან ადაპტირებს და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ინვესტიციებისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გადაწყდა საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის მექანიზმის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს ჩინური კაპიტალის მოზიდვას სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმისა და ავიაციის სექტორს: ავიაკომპანია China Eastern Airlines-თან შეთანხმების საფუძველზე, 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება.