Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქალაქ რუსთავსა და ქალაქ შაოკუანს შორის დამეგობრების შეთანხმების ხელმოწერა

2025 წლის 26-28 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის კუანგტუნგის პროვინციის ქალაქ შაოკუანში, სადაც 27 მარტს, გაიმართა „საქართველოს, ქვემო ქართლის რეგიონის, ქალაქ რუსთავსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კუანგტუნგის პროვინციის ქალაქ შაოკუანს შორის დამეგობრების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერის ცერემონია.

შეთანხმებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, ხოლო ჩინეთის მხრიდან ქ. შაოკუანის მერმა, ჩენ ჭიცინგმა.

ამავე დღეს გამართულ ფორუმზე, მხარეებმა ისაუბრეს აღნიშნულ ქალაქებს შორის დაძმობილების საფუძველზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ქ. შაოკუანი (Shaoguan) მდებარეობს ჩინეთის კუანგტუნგის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში,  წარმოადგენს პრეფექტურის დონის ქალაქს, მოსახლეობა  3,36 მილიონი ადამიანია, ხოლო მშპ შეადგენს -  24,1 მლრდ. აშშ დოლარს.