საქართველოს ელჩი ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის კომისარს შეხვდა
2026 წლის 9 თებერვალს, პეკინში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის კომისართან ლი მინჭუსთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების დინამიკურ განვითარებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას. მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები და შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული საკოორდინაციო არხის ჩამოყალიბება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემების გაძლიერების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ რეგულარული კონტაქტები თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.
.jpeg&w=3840&q=100)