Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ვიზიტი „ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის“ ფარგლებში

2024 წლის 15-17 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. პეკინში გამართულ „ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში“.

აღნიშნული ღონისძიების გახსნით ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც ესწრებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი და ჩინეთის განათლების მინისტრი ხუაი ძინფენგი, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოში ჩინური ენის გავრცელებისა და სწავლების შედეგებზე.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ენის სწავლებისა და თანამშრომლობის ცენტრის გენერალურ დირექტორთან იუ იუნფენგთან.  

მხარეებს შორის შეხვედრაზე განხილული იქნა თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით კონკრეტული ნაბიჯები.