საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB China 2025
2025 წლის 27-29 მაისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში გაიმართა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „ITB China 2025“. ღონისძიებაში საქართველოს საელჩოს სახელით მონაწილეობა მიიღო პირველმა მდივანმა ნატალია კვაჭაძემ.
გამოფენაზე ქართული მხარე წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ტურიზმის სფეროში მოქმედი 40-მდე კერძო კომპანიის სახით.
„ITB China“ წარმოადგენს რეგიონში, ტურიზმის სფეროში, ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას. წლევანდელ გამოფენაში 90-მდე ქვეყნის 1500-ზე მეტი კომპანია იღებდა მონაწილეობას.