საქართველოს მონაწილეობა გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში
2026 წლის 21-25 სექტემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში (Global Sustainable Transport Forum 2026) მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე.
ფორუმზე განხილული იყო შუა დერეფნის გამტარუნარიანობის, საიმედოობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების საკითხები, ასევე სატრანსპორტო პოლიტიკის კოორდინაციასა და ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა საქართველოს დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები ჩინეთის სახელმწიფო უწყებებისა და მსხვილი კომპანიების წარმოადგენლებთან.
