Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები „პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის“ მსოფლიო კულტურის კარნავალს დაესწრნენ

2025 წლის 26 აპრილს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ „პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში“ (Beijing Language and Culture University, BLCU) გამართულ „მსოფლიო კულტურის 20-ე კარნავალის“ გახსნის ცერემონიასა და შემდგომ გამართულ კულტურულ ღონისძიებას.

მსოფლიო კულტურის კარნავალი, რომელიც 2003 წლიდან იმართება, წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ფართომასშტაბიან კულტურულ ღონისძიებას. წლევანდელი ღონისძიება გაიმართა თემაზე „Break the Time Bonds, Waltz the World at BLCU“ და მოიცავდა სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ პავილიონებს, ტრადიციულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი სტუდენტების მსვლელობასა და შემოქმედებით წარმოდგენებს. ღონისძიებას 40 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს “პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის” ქართველმა სტუდენტებმა, რომლებმაც მოაწყვეს საქართველოს სტენდი და აქტიურად ჩაერთვნენ კულტურულ პროგრამაში. მათ სათანადოდ წარმოაჩინეს საქართველოს კულტურა და ტრადიციები, ხოლო ქართული კუთხე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა დამსწრე საზოგადოებაში.