Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

კოლექცია „ IRAKLI Paris და ზარაფხანა 1939“-ის ჩვენება პეკინის მოდის კვირეულზე

2025 წლის 24 მარტს, პეკინის ყოველწლიური მოდის კვირეული დაიხურა  კოლექცია „IRAKLI Paris და ზარაფხანა 1930“-ის ჩვენებით.

2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება აერთიანებდა ქართველი დიზაინერის ირაკლი ნასიძის მაღალი მოდის ტანსაცმელს, ქართული ცნობილი საიუველირო კომპანია „ზარაფხანა 1939“-თვის სპეციალურად შექმნილ სამშვენისებს და ჩინელ მხატვართან, ციაო ცისთან თანამშრომლობით დამზადებულ ბრინჯაოსა და კერამიკის ნამუშევრებს. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ნასიძე 2024 წლიდან არის კომპანია „ზარაფხანა 1939“-ის კრეატიული დირექტორი.

ღონისძიებას, რომელიც 2025 წლის 19-24 მარტს, პეკინის „WangFu“–ს ცენტრში გაიმართა, ესწრებოდნენ ქალაქ პეკინის მთავრობის ოფიციალური პირები, მოდის  სფეროს წარმომადგენლები და ასევე, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები. კვირეულის ფარგლებში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ცნობილი ჩინური ბრენდები, როგორიცაა „AM/JASMINE“, „AÍMER“ და სხვა ქვეყნების დიზაინერები.

ირაკლი ნასიძის კოლექციის ჩვენება ფართოდ გაშუქდა ჩინურ მედიაში:
• „ირაკლი ნასიძე, დამოუკიდებელი ფრანგი დიზაინერი, ქართული არისტოკრატიული ოჯახის შთამომავალია. ის დაიბადა თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, რომელიც "აბრეშუმის გზის" ერთ-ერთი მთავარი და აზიისა და ევროპის შემაერთებელი ქალაქია...“;
• „ირაკლი ნასიძე მოგზაურობს საფრანგეთს, საქართველოსა და ჩინეთს შორის. ის   აერთიანებს ქართულ კულტურას თანამედროვე მოდასთან და ამავე დროს შთაგონებას იღებს ტრადიციული ჩინური კულტურისგან...“.

პეკინის მოდის კვირეულის დახურვის ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

„პეკინის მოდის კვირეული“, როგორც საერთაშორისო მოდის პლატფორმა 2012 წლიდან ფუნქციონირებს. მისი განვითარების ისტორია 2005 წელს, „პეკინის ტანსაცმლისა და ტექსტილის ასოციაციის“  მიერ დაარსებული „პეკინის მოდის საღამოს“ უკავშირდება.

კოლექცია „ IRAKLI Paris და ზარაფხანა 1939“-ის შესახებ ჩინური სატელევიზიო და ბეჭდური მედიის გამოხმაურება, მათ შორის სტატია ჟურნალ „Vogue”-ის ჩინურენოვან გამოცემაში, შესაძლოა იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე გადასვლით:

https://news.cgtn.com/news/2025-03-27/Beijing-Fashion-Week-ends-in-elegance-with-Nasidz-s-artful-fusion--1C5belxK3hm/p.html  - (ინგლისურენოვანი) https://www.vogue.com.cn/fashion/brand_news/news_101g3725b04289c3.html  https://m.btime.com/item/25m48b0gpupmc4ffq9jphbqiras 
https://mp.weixin.qq.com/s/hMeNhVRlCL-SZ_A187rZ4g 
https://baijiahao.baidu.com/s?id=1827617150451312032&wfr=spider&for=pc 
https://baijiahao.baidu.com/s?id=1827429614272834520&wfr=spider&for=pc 
https://www.xiaohongshu.com/explore/67e2b1b1000000000b01710d 
https://mp.weixin.qq.com/s/lQFA-OWcIUM9CeuL4BwW6A