ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულიპრეზენტაცია
2025 წლის 28 აპრილს, ქ. პეკინში, საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ბესიკ შარაშენიძე, სხვა რვა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად, დაესწრო ჩინეთის საბაჟოა დმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას.
ღონისძიება ეძღვნებოდა სარკინიგზო სატვირთო ტრანსპორტის უსაფრთხოების კონტროლისა და დაჩქარებული გაფორმების ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული სავაჭრო ლოგისტიკის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გაზრდას.