საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა CMIC-ის გენერალურ დირექტორთან
2026 წლის 2 ნოემბერს, პეკინში, საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის მანქანათმშენებლობის საერთაშორისო კორპორაციის (China Machine-Building International Corporation - CMIC) გენერალურ დირექტორთან, ლი კუანგინთან.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს შესაძლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
CMIC წარმოადგენს ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია SINOMACH-ის ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელსაც სამრეწველო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.