Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

2025 წლის 16 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძემ შეხვედრა გამართა “Phoenix New Media Finance”-ის ტელეწამყვანთან, ლიუ მეისისთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე, მათ შორის საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის შესაძლებლობებზე.

“Phoenix New Media” წარმოადგენს “Phoenix Media Group”-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ციფრულ მედია პლატფორმას, რომელიც ჩინეთის წამყვანი სატელევიზიო მაუწყებლის “Phoenix TV”-ის მედიის ფარგლებში ფუნქციონირებს და ოფიციალური მონაცემებით, თვიურად ჩინეთში ასეულ მილიონზე მეტ მომხმარებელს ფარავს.