საელჩომ ჩინეთის ეროვნული რკინიგზის ადმინისტრაციის დელეგაციას უმასპინძლა
2026 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის ეროვნული რკინიგზის ადმინისტრაციის დელეგაციასთან, რომელსაც ადმინისტრაციის გენერალური დირექტორის მოადგილე, კაო ხუნგი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის რკინიგზის სექტორში თანამშრომლობის ასპექტები.
