შეხვედრა ჩინური კომპანია Huawei-ს წარმომადგენლებთან
2024 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ შეხვედრა გამართა ჩინური საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უმსხვილესი კომპანიის Huawei-ს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტთან ანგელა ლინთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და Huawei-ს შორის უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობის შესახებ. ასევე განხილულ იქნა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.