საქართველოს ელჩის შეხვედრა კომპანია „პაოფენგის“ თავმჯდომარესთან
ა.წ. 20 მარტს, სიჩუანის პროვინციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩს, პ. კალანდაძეს, საქმიანი შეხვედრა ჰქონდა კომპანია „პაოფენგის“ თავმჯდომარესთან, ბატონ ვანგ ჟუოფეისთან. აღნიშნულ კომპანიას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს ჩინეთის ალკოჰოლის ბაზარზე. საუბარი შეეხო „პაოფენგის“ კომპანიის მხრიდან ქართული ღვინის ჩინეთში იმპორტით დაინტერესებას. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე.