Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქალბატონ თეა ახვლედიანის ვიზიტი ქ. პეკინში

2025 წლის 18-21 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ პეკინში გაიმართა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქალბატონ თეა ახვლედიანის სამუშაო ვიზიტი. ვიზიტის მთავარ მიზანს ჩინეთის ეთნიკურ საქმეთა ეროვნულ კომისიასთან (NEAC) თანამშრომლობის გაღრმავება.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მინისტრ თეა ახვლედიანის შეხვედრები მიზანს ჩინეთის ეთნიკურ საქმეთა ეროვნულ კომისიაში მინისტრ, ბატონ ჩენ ჟუიფენგთან, ეროვნული სახალხო კონგრესში (NPC) ეთნიკურ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ პაინჩაოლუსთან და ეთნიკური უმცირესობების უნივერსიტეტში „NEAC“-ის ვიცე-მინისტრ, ბატონ ჭა სიენიუსთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა მომავალი ერთობლივი პროექტები კულტურის, განათლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საკანონმდებლო ჩარჩოებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლობასა და სამოქალაქო თანასწორობას. გამოითქვა მზადყოფნა პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შეხვედრებს ესწრებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი პაატა კალანდაძე.