Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს ვიცე-პრემიერის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

2026 წლის 4-5 ნოემბერს, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს, ტინგ სიუესიანგს შეხვდა.
 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა ასევე შეხვედრები გამართა მსხვილ ჩინურ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, მათ შორის: HotMaxx, Greenland Group, FTZCOC / ODCG, CFNA (საკვებისა და აგრო-პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის პალატა) და Meituan. შეხვედრებზე განიხილეს ქართული ღვინისა და აგროპროდუქციის ჩინურ სავაჭრო ქსელებსა და ელექტრონულ პლატფორმებზე განთავსება, B2B პარტნიორობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტები.
 
მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE) გახსნას და დაათვალიერა პავილიონები. საქართველო გამოფენაზე 37 კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით არის წარმოდგენილი.